|
დასახელება:
მძღოლი/ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Beta Plus Fertility
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"ბეტა პლიუს ფერტილითი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
"ბეტა პლიუსი" არის ერთადერთი ევროპული კლინიკა საქართველოში, რომელიც უშვილო წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება.
კლინიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე: https://www.betaplusfertility.com
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების და პარტნიორების სატრანსპორტო მომსახურება;
** სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება კლინიკაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე;
** შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხების დაორგანიზება;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** კლინიკის მომარაგება საჭირო ინვენტარით/ავეჯით/ტექნიკით;
** საკანცელარიო შეკვეთის დაორგანიზება, მიღება და განაწილება კლინიკაში;
** საწყობის მართვა/მოწესრიგება და პროდუქციის უსაფრთხო გარემოში შენახვა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესებით დაცვით მოძრაობა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა;
** ლოჯისტიკის სფეროში დახმარება;
** სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა კლინიკაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B2 კატეგორია
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
ბენეფიტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
** სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი 5/2
** ანაზღაურება: 2000
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplussurrogacy.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი/ლოჯისტიკის მენეჯერი".
|
|
|
|