Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694104&print=yes&view=jobs
 
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 28 იანვარი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყლის რესურსების აღრიცხვის დეპარტამენტის დისპეტჩერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადისპეტჩეროს საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
** შემოსულ კორესპონდენციაზე ოპერატიული რეაგირება და დავალებების განაწილება;
** სამელიორაციო სისტემებით წყლის აღების, განაწილებისა და მიწოდების ორგანიზება;
** წყალსაცავებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** დისპეტჩერიზაციისა და წყალგანაწილების გრაფიკების შესრულების კონტროლი;
** წყლის რაოდენობის აღრიცხვა, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება;
** მომხმარებელთა ინფორმირება (SMS);
** კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
** შესყიდვებისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 28.01.2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დისპეტჩერი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია