|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ოტო მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე რამდენიმე მიმართულებით: ძარის ავტოდეტალები, საავტომობილო ზეთები, ავტოსერვისის დანადგარები.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე, 3 თვის შემდეგ ფიქსირებული 1500 ლარი)
** სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ სამოტივაციო სქემას და საბონუსე სისტემას
** კორპორაციული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოთხოვნები:
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ფუნქცია-მოვალეობები
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭირო პროდუქტების ირგვლივ კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შერჩევაში დახმარება.
** მომხმარებლისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ
** დარბაზში არსებული მარაგების უწყვეტობის კონტროლი და შეკვეთის მომზადება
** შესაბამის ჯგუფთან ერთად ინვენტარიზაციაში ჩართულობა
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 8 თებერვლისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|