Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ქინძმარაულის მარანი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "ქინძმარაულის მარანი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ქ. ყვარელში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ცვლის გადაბარება;
** სატრანსფორმატორო ქვესადგურებში განლაგებული ელექტროდანადგარების მდგომარეობის შემოწმება;
** დაბალი ძაბვის საკაბელო მეურნეობის სისტემატური კონტროლი;
** ელექტროგამანაწილებელი კარადების, მათში მოთავსებული ელექტროდანადგარების სისტემატური კონტროლი;
** ძალურ დანადგარებთან მიერთების და მათი დამიწების კონტურების სისტემატური კონტროლი;
** ელექტრომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მათი შეწყვეტის მიზეზების დადგენა;
** კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატური ზრუნვა;
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების წესების და ინსტრუქციების დაცვა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო ადგილი: ყვარელი, სოფელი გავაზი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება შპს "ქინძმარაულის მარანის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 241565891) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: Privacy@telianivalley.com

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე:

კონფიდენციალურობის პოლიტიკა.docx განცხადების განხილვის წესი.docx
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე