Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: JM Company
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "ჯეი ემ კომპანი" მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ახორციელებს ხელოვნური ნაგებობების (ხიდები, საყრდენი კედლები და ა.შ.) მშენებლობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაოთა მწარმოებელი პასუხს აგებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიან და დროულ შესრულებაზე. იგი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას დადგენილი გეგმა-გრაფიკის, ბიუჯეტისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, როგორც ყოველდღიურ ჭრილში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში;
** პროექტზე დასაქმებული თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია. მათთვის სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
** სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა, ანალიზი და ანგარიშგება (ყოველდღიური ფორმების შევსება);
** სამუშაოების წარმოებისას სხვა და სხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
** უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (ხიდის მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება (მინ. ბაკალავრის ხარისხი) სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (ხელოვნური ნაგებობების მიმართულებას მიენიჭება უპირატესობა);
** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი.

პირობები:

** ავტომობილით ან/და საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტი;
** ხელფასი: 5000 ლარი;
** დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებული საქმიდან გამომდინარე პრემიები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: JMcompany013@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ან დაგვირეკოთ მობ. ნომრებზე: 577 233 235; 577 233 222.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე