|
დასახელება:
F&B მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Monte
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"სასტუმრო MONTE" აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: გუდაური
სამუშაო განაკვეთი: სრული
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს რესტორნისა და ბარის სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
** გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და პერსონალის ტრენინგების მომზადება და ჩატარება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** მენიუს დაგეგმვა, განახლება და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
** მარაგების მართვა, მომწოდებლებთან ურთიერთობა და ეფექტური შესყიდვების უზრუნველყოფა;
** სპეციფიკური ღონისძიებების (ბანკეტები, ქორწილები, კორპორაციული შეხვედრები, ორგანიზება და შესრულება.);
** სტუმრების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და სერვისის გაუმჯობესება;
** საკანონმდებლო და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა (HACCP);
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
** უზრუნველყოს გუნდის წევრების გადამზადება ცვლილებების არსებობის შემთხვევაში;
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მართვისა და მოტივაციის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და პრობლემის გადაჭრის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 420 444
|
|
|
|