|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე (ხელმძღვანელი პოზიცია), რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური სტრატეგიის განხორციელებაზე, ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ბიუჯეტის მომზადება, მონიტორინგი და ანალიზი, რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** მოგებისა და ხარჯების ანგარიშგების მომზადება და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება;
** საგადასახადო დეკლარაციების, ფინანსური ანგარიშებისა და აუდიტის პროცესების კოორდინაცია;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შემცირების რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომლობა ბანკებთან, აუდიტორებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან;
** შიდა ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დამუშავება და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული ფინანსური ანალიტიკოსების სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით, ხოლო მსგავს პოზიციაზე ** მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);
** სასურველია პროგრამის- ORIS გამოყენების გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
პირადი უნარ-ჩვენები:
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2026 წლის 13 თებერვლისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|