Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის 13ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
** სერვის სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავება, მათი დანერგვა და საჭიროებისამებრ ადაპტირება;
** მიღება-განთავსების, სპის, ჰაუსქიფინგის და კვების დეპარტამენტის თანამშრომლების ეფექტური და რეგულარული ტრენინგების უზრუნველყოფა;
** ოპერაციების მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების მუდმივი კვლევა და მათი დანერგვისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება;
** სასტუმროს სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ სწრაფი კომუნიკაცია ტექნიკურ განყოფილებასთან;
** ეფექტური განრიგების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა;
** სხვა დეპარტამენტებთან კოლაბორაცია და სასტუმროს შეთანხმებული ოპერირების ხელშეწყობა;
** Booking.com, expedia.com, tripadvisor.com და სხვა OTA გასაყიდი არხების მართვის გამოცდილება;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო პროცესებისა და ფუნქციონირების მაღალ დონეზე ცოდნა (კვებისა და სასმელების, დასუფთავების, მიღება - განთავსების და ტექნიკური დეპარტამენტები).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე