|
დასახელება:
კვებისა და სასმელების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Best Western Plus Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში კვებისა და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის 13ბ
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ფუნქციონირება ბრენდის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისად;
** რაციონალურად შეადგინოს თანამშრომლების სამუშაო განრიგი და საათები;
** გადაამოწმოს სერვის-ინვენტარის რაოდენობა და სისუფთავის ხარისხი;
** აწარმოოს ინვენტარისა და მარაგების კონტროლი;
** მართოს დაქვემდებარებული თანამშრომლები;
** დანერგოს მომსახურების სტანდარტები და მუდმივად იზრუნოს მათ განვითარებაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|