|
დასახელება:
რესტორნის სუპერვაიზერი, მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Best Western Plus Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე:
1) რესტორნის სუპერვაიზერი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
2) მიმტანი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარები:
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|