Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694032&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Tiflis Village
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"TIFLIS VILLAGE" არის კომპანია, რომელიც აშენებს ხის სახლებს, კარკასულ კონსტრუქციებს და ასევე ახორციელებს მშენებლობას თანამედროვე SIP- ტექნოლოგიებით.

ჩვენი მიზანია ხარისხიანი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცის შექმნა.

შპს "Tiflis village" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო/სარემონტო/პროექტების ხარჯთაღრიცხვების (სმეტების) მომზადება და გაანგარიშება
** საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და ხარჯების განსაზღვრა
** მასალების, შრომის, ტექნიკისა და სხვა რესურსების ხარჯების ზუსტი გაანგარიშება
** არსებული სმეტების კორექტირება და განახლება
** მიმწოდებლებთან / ქვეკონტრაქტორებთან ფასების შეთანხმება და შედარებითი ანალიზი
** ხარჯების კონტროლი პროექტის განხორციელების პროცესში
** ანგარიშგება მენეჯმენტისთვის (ხარჯების დეტალური ანალიზი, რისკები, ეკონომია)

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო, ეკონომიკური, სამოქალაქო ინჟინერია ან მსგავსი მიმართულება);
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ხარჯთაღმრიცხველის / სმეტის შემდგენლის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** AutoCAD / Revit / ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა (უპირატესობა);
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და ყურადღება დეტალებისადმი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ხის კონსტრუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 1 თვე (1000 ლარი) გამოცდილებისა და უნარების მიხედვით შეთანხმებით.
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 11:00 - 19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 106
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული გუნდი და სტაბილური გარემო

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: office@tiflisvillage.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "ხარჯთაღმრიცხველი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია