Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=694013&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება ადამიანური რესურს. მართვის სამსახური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ადამიანური რესურს. მართვის სამსახური
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30-35 საათი (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ვაკანტური ადგილი: 1
სტაჟირების ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის სისტემებში მუშაობა;
** შერჩევის პროცესის ორგანიზება და ჩართულობა;
** სამოტივაციო და განმავითარებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** პირადი საქმეების ადმინისტრირებისა და სახელშეკრულებო პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება;
** საარქივო დოკუმენტაციის მოწესრიგება/დახარისხება;
** სამსახურის ფარგლებში მიმდინარე და სხვა აუცილებელ პროცესებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მომიჯნავე სფეროში;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმალური ცოდნა (სასერთიფიკატო კურსი)
** MS Word, Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "HR-სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 26 იანვარი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია