|
დასახელება:
ორთოპედიის მიმართულების კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ორთოპედიის მიმართულების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორთოპედიული პროდუქტებისა და ბრენდების გაყიდვების და მომგებიანობის მართვა;
** ფასების, მარჟისა და ბიუჯეტის ანალიზი და კონტროლი;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი ორთოპედიის მიმართულებით;
** ასორტიმენტის, მარაგებისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
** კლინიკებთან აქტიური მუშაობა (ვიზიტები, პრეზენტაციები, ტრენინგები);
** მარკეტინგული და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი ორთოპედიული პროდუქტების მოძიება და დანერგვა;
** მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის, ბიზნესის ან მომიჯნავე სფეროში);
** ორთოპედიული ან სამედიცინო პროდუქტების მართვის/გაყიდვების გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი);
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი).
|
|
|
|