კომპანია "ფავორიტი დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს?
** ფაილის მიღება, ტექნიკური შემოწმება და დამუშავება;
** დამუშავებული ფაილის დასაბეჭდად მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ფაილის გასწორება და დაკორექტირება;
** დამკვეთის სურვილისამებრ ახალი დიზაინის შექმნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel draw, Adobe (PDF, Illustrator, Photoshop, InDesign);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდთან მუშაობა;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: აბელ ენუქიძის #5;
** ანაზღაურება; შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ კოლორ ჯგუფმა -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: Vacancy@phfavorite.ge Subject-ში
მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@phfavorite.ge
გისურვებთ წარმატებას!
|