Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693982&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერის დამხმარე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თოდრიას #11
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1400 ლარი

საწყობის მენეჯერის დამხმარის ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობში ნებისმიერ პოზიციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.

ტელ: 557 30 61 69
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია