|
დასახელება:
ტრენინგი - მომარაგების ჯაჭვი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი (ტრენერი)
თემა - მომარაგების ჯაჭვი აგრო მეურნეობაში
ააიპ საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" საქართველოში 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში. საქართველოს კარიტასი დაარსების დღიდან ემსახურება საქართველოს უპოვარ მოსახლეობას. ის ცდილობს ისეთი ქართული საზოგადოების შექმნას, რომელიც დაიცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მათ ძირითად უფლებებს, რათა ქვეყანაში დამყარდეს მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალეობა, სოლიდარობა და საზოგადოებრივი ინტერესი დომინირებდეს ინდივიდუალურ ინტერესებზე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს კარიტასი მიზნად ისახავს ადამიანური განვითარების და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობას, მოწყვლადი და ღარიბი ადამიანების შეწევნას და მათი თვით პასუხისმგებლობის და ღირსების წახალისებას.
ა (ა)იპ საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" 2025 წლის მარტიდან ახორციელებს პროექტს _ "სოფლის განვითარება სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში 03/2025-03/2027", რომლის მიზანია სამხრეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები თემის გაძლიერების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის გზით.
მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის სატრენინგო შეხვედრების ჩატარება აგრო მეურნეობის მიმართულებით მათი კომპეტენციების გაზრდისა და შესაბამისად, სამეურნეო საქმიანობისგან მისაღები სარგებლის ოპტიმიზაციის მიზნით.
** სატრენინგო შეხვედრების რაოდენობა - 4 შეხვედრა (2 შეხვედრა დასავლეთ საქართველოში, 2 შეხვედრა სამხრეთ საქართველოში);
** მონაწილეთა რაოდენობა - სულ 40 მონაწილე (20 დასავლეთ საქართველოში, 20 სამხრეთ საქართველოში)
** თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა 5 სთ (შესვენების ჩათვლით)
** ტრენინგების ჩატარების პერიოდი - თებერვალი-მარტი
სატრენინგო შეხვედრებზე დასაფარი თემები:
** მომარაგების ჯაჭვი აგრო მეურნეობაში (წარმოების დაგეგმვა, მოსავლის მართვა, ლოგისტიკა, ბაზარი და რეალიზაცია, სერტიფიკაცია და ხარისხი, რისკები, მდგრადობა და ინოვაციები)
ძირითადი მოთხოვნები:
** აგრო სფეროში მომარაგების ჯაჭვის თემაზე ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** სასურველია უმაღლესი განათლება აგრო მიმართულებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 25 იანვრამდე გამოგზავნეთ თქვენი CV და კვალიფიკაციის მოკლე აღწერა შემდეგ მისამართზე - mindia.tavkhelidze@caritas.ge. გთხოვთ, Subject ველში მიუთითეთ "ტრენინგი - მომარაგების ჯაჭვი".
|
|
|
|