Робота для біженців з України
ERP სისტემების საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP სისტემების საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ERP სისტემების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ERP და დაკავშირებული სისტემების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი
** Apex-ის სრულყოფილად ცოდნა
** რეალიზაციების, შეკვეთების, მიღებების, მარაგებისა და ფასების სისწორის მონიტორინგი
** აქციზური მარკების რეგისტრაცია, შეკვეთა, გააქტიურება და ნაშთების კონტროლი
** იმპორტების დოკუმენტაციის შედგენა, ახალი SKU-ების რეგისტრაცია და ბუღალტერიასთან კოორდინაციის მართვა
** ფილიალების, საწყობისა და შიდა გუნდების საოპერაციო და ტექნიკური მხარდაჭერა
** სისტემური ხარვეზების, უარყოფითი ნაშთების და მონაცემთა შეუსაბამობების დროული აღმოჩენა და გასწორება

მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, ნებისმიერი ტექნიკური ან პროგრამული მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე