|
დასახელება:
პროფესიული მოდულების მასწავლებლები პროგრამისთვის
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
"SKILLWILL"-ის კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - "ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა".
პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:
** გაცნობითი პრაქტიკა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
** დარგობრივი ინგლისური ენა - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა;
** კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა;
** კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა;
** კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები;
** მობილური, Linux და სერვერული ოპერაციული სისტემები;
** პრაქტიკული პროექტი - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 იანვარი
გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე - college@skillwill.edu.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|