|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ევროპული ფარმაცევტული კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
პოზიციის აღწერა:
სამედიცინო წარმომადგენელი პასუხისმგებელია კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვებზე სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში. როლი მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, ბაზრის ანალიზს და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობას.
მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება განსაზღვრული განრიგის მიხედვით;
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვების მართვა განსაზღვრული გეგმის შესაბამისად;
** კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება;
** სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის შეფასება, ტენდენციების ანალიზი და ბაზრის მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გინეკოლოგიის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საკუთარი ავტომობილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
** ავტომობილის, საწვავის და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
** პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
უნარ-ჩვევები:
** ავტონომიურად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების ეფექტური უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე pharm.company@yahoo.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|