Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693911&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბექას სკოლა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
"ბექას სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

თუ ხარ ენერგიული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ორიენტირებული ხარ განვითარებაზე, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1+ დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია).

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** მოსწავლეებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის გაზიარება;
** სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე პასუხი;
** სასწავლო ცხრილების კონტროლი და ჯგუფების კოორდინაცია;
** სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ლოკაცია: "ბექას სკოლა" (ქ.თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა)

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევას;
** "ბექას სკოლის" ინგლისური ენის ნებისმიერ კურსს;
** ხელშეწყობას, გრაფიკის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში;
** მეგობრულ გარემოსა და კომფორტულ სამუშაო სივრცეს.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@bekas.school. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "ადმინისტრატორი". ბოლო ვადა: 31 იანვარი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია