Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693908&print=yes&view=jobs
 
ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
Infinity Ventures Holding (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.

ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია "Welt"-ი აცხადებს ვაკანსიას ვენტილაცია-კონდიცირების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირება და განვითარება (მაგ.: ქვაბები, ჩილერები, ფანკოილები, VRF სისტემები, ჰაერსატარები, ვენტილატორები, მილები, ფიტინგები, ავტომატიკა და აქსესუარები)
** ტექნიკური სპეციფიკაციების და პროდუქტის შესაბამისობის შეფასება
** მომწოდებლების შერჩევა, კონტრაქტების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა და კონკურენტული ანალიზი
** გაყიდვების, მარჟებისა და მარაგების ანალიზი
** მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების ოპტიმალური დაგეგმვა
** საინჟინრო და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** პროექტებზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში)
** ბაზრის ტენდენციების, ახალი ტექნოლოგიებისა და რეგულაციების მონიტორინგი
** პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა (datasheet, catalog, certificates)
** მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, აქციები)
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HVAC მიმართულებით
** გამართული მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობიანი
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშ-პარ. 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: კ. სტანისლავსკის 1
** მივლინება: საერთაშორისო გამოფენები, წელიწადში 1 ან 2

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია