|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - 2/2 (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაწერა
** ჯავშნების მართვა (Booking.com, Airbnb, პირდაპირი ჯავშნები)
** სატელეფონო ზარებზე, ელ.ფოსტასა და შეტყობინებებზე დროული პასუხი
** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროსა და ქალაქის შესახებ
** სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
** დამლაგებელ და ტექნიკურ პერსონალთან თანამშრომლობა
** გადახდებთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ძირითადი ოპერაციების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
** ადმინისტრატორის ან სტუმრებთან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის მზაობა
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: l.chkhaidze@gratus.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატები განიხილებიან მხოლოდ წარმოდგენილი რეზიუმეს საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
|
|
|
|