Робота для біженців з України
მონიტორინგის სპეციალისტი/უსაფრთხოების ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი/უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Cenomi Retail Georgia
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail

"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი "Cenomi Retail Georgia"-ს არაერთი მაღაზია.

კომპანია "Cenomi Retail Georgia" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბათუმში.

ლოკაცია: Grand Mall Batumi, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 29
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის თანამშრომლებისათვის ძირითადი საკონტაქტო პირი დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით;
** საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი;
** კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება;
** საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება;
** კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა;
** გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზე დასწრება;
** ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა;
** ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება;
** ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება;
** მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დანაკარგების პრევენციის ან/და მონიტორინგის მიმართულებით მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას;
** სატელეფონო ლიმიტს;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yNJk8IVd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე