Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693850&print=yes&view=jobs
 
ბათუმის ფილიალის უნივერსალური ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბათუმის ფილიალის უნივერსალური ოპერატორი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და საინტერესო, დინამიურ სამუშაოს და გარემოს;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისთვის;
** დაწინაურების პერსპექტივას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხით ან მე-4 კურსის სტუდენტი,
** სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში
ქართული ენის ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა

უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის და მომსახურების უნარები (თავაზიანობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ)
** საქმიანი ურთიერთობის წარმართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და კოლეგიალურობა

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნებისმიერ საბანკო მომსახურებაზე კონსულტირება
** ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირების ყველა ტიპის ანგარიშების მართვა (მიმდინარე, სადეპოზიტო/საბარათე და ა.შ.)
** ანგარიშებზე უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება
** საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილეობის მიღება
*კომერციული და საბიუჯეტო გადარიცხვების ოპერაციების შესრულება, უნაღდო კონვერტაცია და ა.შ.
** სალარე და სავალუტო გადარიცხვების განხორციელება
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიდული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბათუმის ფილიალის ოპერატორი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31/01/2026

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია