|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Golden Stone
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "Golden Stone" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე სიარული და ახალი კლიენტების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: შეკვეთების მიღება, კონტრაქტების გაფორმება და შემდგომი მხარდაჭერა;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და შედეგების ანალიზი მენეჯმენტისთვის;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერითი უნარები;
** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე.
დასაქმებულს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომანქანა, ხოლო საწვავით დასაქმებულს უზრუნველყოფს კომპანია.
ხელფასი ხელზე ასაღები: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nnshermadini@gmail.com და მიუთითეთ შესაბამისი ქალაქი.
|
|
|
|