|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოფისმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 13 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე, მათთვის საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შექმნაზე.
თუ თქვენ ეძებთ გუნდს სადაც…
** თქვენს იდეებს რეალურად უსმენენ და აძლევენ განვითარების შესაძლებლობას,
** დისციპლინა და თავისუფლება ერთიანდება პროდუქტიულ გარემოში,
** ყოველდღე ახალ გამოწვევებს შეხვდებით და შეძლებთ საკუთარი ორგანიზატორული და ლიდერული უნარების გაძლიერებას,
** შედეგს ხედავთ არა მხოლოდ პროცესში, არამედ ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურობაში,
მაშინ Officemart არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად დაფასდება.
გრაფიკი-პირობები:
** ორშ-პარ (09:30-18:30) ადგილზე
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ.
** ანაზღაურება: 1500-2000 ₾
რა დაგხვდებათ:
** კეთილგანწყობილი და ენერგიული გუნდი
** განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული გარემო
** მყუდრო და კომფორტული სამუშაო სივრცე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა
** CRM პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ლიდების დამუშავება - სატელეფონო ზარების განხორციელება
** მომხმარებლების საჭიროების აღმოჩენა და მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავება
** არსებული მომხმარებლების დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალ შეთავაზებების გაკეთება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** ახალ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და შეთავაზების მომზადება
** CRM-ში მონაცემების ასახვა
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: n.tumanishvili@officemart.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|