Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693843&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: Georgia`s Natural
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 04 75 08

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური სამსახურში, მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ.

სამუშაო საათები: 09:00 - 21:00 სთ (12 საათიანი გრაფიკები)
კვირაში 3 დასვენება
კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ამოცანა:

მექანიკოსის მთავარი ამოცანაა საწარმოო ხაზებისა და დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა და პროფილაქტიკური მომსახურების განხორციელება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების (ჩამომსხმელი, პასტერიზატორი, ეტიკეტირების და შეფუთვები და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
** სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის განყოფილებასთან კომუნიკაცია;
** საწარმოო პროცესის შეუფერხებლობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ფორმების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მექანიკოსად ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების ან კვების საწარმოში);
** ტექნიკური ცოდნა მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების შესახებ;
** პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** უნარები
** მექანიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/5ed6754d-e7b3-43d8-9918-2a42293666b5

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com

ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია