|
დასახელება:
ადამიანური რესურსების დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ქართული აგრო სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას: ადამიანური რესურსების დირექტორი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს და წარმოდგენილია ბაზარზე ბრენდებით "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. როლი მოიცავს წლიურ შესრულებაზე დაფუძნებულ პრემიას.
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება გამოცდილი და კომპეტენტური პროფესიონალი, რომელიც უხელმძღვანელებს ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მიმართულებას და პასუხისმგებელი იქნება ადამიანური კაპიტალის სრულ სასიცოცხლო ციკლზე - სტრატეგიის შემუშავებიდან, ტალანტების მოზიდვიდან, მათი განვითარებისა და ჩართულობის უზრუნველყოფით, შესრულების შეფასებისა და ანაზღაურების მართვით, ორგანიზაციიდან გასვლამდე და მემკვიდრეობის დაგეგმვამდე.
აღნიშნულ როლში მოიაზრება სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალი, რომლის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სისტემების გამოყენებით პირდაპირ დაეხმაროს ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** HR სტრატეგიებისა და ინიციატივების შემუშავება და განხორციელება, ორგანიზაციის საერთო მიზნებთან თანხვედრაში;
** ახალი ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება და ჩართულობის პროცესების მართვა;
** კომპენსაციისა და ბენეფიტების კონკურენტული პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემების შექმნა: მიზნების დასახვა, შესრულების შეფასება და პროფესიული განვითარების დაგეგმვა;
** სწავლებისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად;
** თანამშრომელთა ურთიერთობების, კონფლიქტის მოგვარების, დისციპლინური ქმედებებისა და საჩივრების პროცედურების მართვა;
** შრომითი კანონმდებლობის დაცვა და შესაბამისი HR პროცესების უზრუნველყოფა;
** HR მეტრიკებისა და ანალიტიკის საფუძველზე გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესება;
** მენეჯერებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა HR-თან დაკავშირებულ საკითხებში;
** HR პერსონალის ინოვაციების და უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
** სტრატეგიული და ბიზნესზე ორიენტირებული HR - HR სტრატეგიის შექმნა და განხორციელება კომპანიის ბიზნეს მიზნებთან კავშირში
** HR მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნა - შესრულების მართვის, კომპენსაციებისა და ბენეფიტების, ტალანტების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების პროცესების ეფექტიანი მართვა
** ლიდერობა და ცვლილებების მართვა - ორგანიზაციული ტრანსფორმაციების, ზრდისა და ცვლილებების ხელმძღვანელობა
** კომუნიკაცია - ეფექტური, მკაფიო და პროფესიონალური კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე
** კონსულტირება და ქოუჩინგი - მენეჯერებისა და ლიდერების მხარდაჭერა ოპერატიულ და სტრატეგიულ საკითხებში
** რეკრუტინგი და ტალანტების მართვა - შესაბამისი კანდიდატების მოზიდვა, შერჩევა და შენარჩუნება
** შესრულების შეფასების სისტემების ცოდნა - თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასება, KPI, უკუკავშირი და მიზნების მართვის პროცესების დანერგვა და მართვა
** თანამშრომლის გამოცდილება და ჩართულობა - თანამშრომლის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა
** მონაცემებზე დაფუძნებული HR - HR მეტრიკებისა და ანალიტიკის გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად
** HR ტექნოლოგიები (HRIS) - თანამედროვე HR სისტემებისა და ციფრული ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება
** კულტურული ცნობიერება და ეთიკა - ინკლუზიური გარემოს შექმნა და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა
** ადმინისტრაციული სიზუსტე და შესაბამისობა - შრომითი კანონმდებლობისა და HR პროცესების სრულყოფილი მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის მიმართულებაში
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება
** ადამიანური რესურსების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება (წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა) უპირატესობაა
** 1C ან სხვა სახელფასო (Payroll) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
კომპანიის შეთავაზება
** საინტერესო სამუშაო და კომფორტული სამუშაო გარემო
** კონკურენტული კომპენსაციისა და ბენეფიტების პაკეტი
** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 იანვარი, 2026
|
|
|
|