|
დასახელება:
კრედიტ ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
კრედიტსერვისი+
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 49 ფილიალს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კრედიტ ოფიცრის თანამდებობაზე - სამტრედიაში.
ძირითადი ვალდებულებები:
** არსებული პორტფელის კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება და სასესხო პროდუქტების შეთავაზება;
** საკუთარი პორტფელის შექმნა/კონტროლი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კლიენტების მოზიდვის უნარი;
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
** საბონუსე სისტემას.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge. სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა და ქალაქი, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
თუ არ გაქვთ რეზიუმე გადადით ლინკზე https://vacancy.creditservice.ge/
შეავსე მარტივი კითხვარი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი +" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|