Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 49 ფილიალს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი (ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ინტერპრეტაცია);
** ბიუჯეტის დაგეგმვა, პროგნოზირება და კონტროლი (წლიური და კვარტალური ბიუჯეტების შედგენა);
** ფინანსური რისკების შეფასება და მართვა (საკრედიტო, საპროცენტო, ლიკვიდობის რისკები);
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი, კლიენტების საკრედიტო შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
** ფინანსური მოდელების შექმნა და გამოყენება (Excel-ში ან სპეციალიზებულ პროგრამებში);
** რეგულატორის (ეროვნული ბანკის) მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია და ინვესტიციების შეფასება;
** მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
** შიდა აუდიტის პროცესებში მონაწილეობა და ფინანსური პროცედურების გაუმჯობესება;
** გუნდთან თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მოთხოვნები კანდიდატთან:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ორგანიზაციაში (ბანკი, მიკროსაფინანსო, საკრედიტო კომპანია ან ლიზინგი);
** საქართველოს საგადახდო და საფინანსო კანონმდებლობის ცოდნა (ეროვნული ბანკის რეგულაციები);
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (ფინანსური მოდელები, Pivot Tables, VBA სასურველია);
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარები და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალი დონე - სასურველია).

ლოკაცია: საბურთალო (სათავო ოფისი)
სამუშაო დრო: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge. სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა და ქალაქი, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი +" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე