|
დასახელება:
CNC დანადგარის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ბარს მეკატრონიკი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მის მთავარს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზება. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქციას, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ანჯამებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებს და სხვა მრავალ პროდუქტს.
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას CNC დანადგარის ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გ. ლორთქიფანიძის # 19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი 8:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული, ხელზე ასაღები - 1400 GEL (დასაქმებულის წილ საპენსიო შენატანს იხდის დამსაქმებელი)
ძირითადი მოვალეობები:
** CNC ფრეზის მანქანებზე ნაწარმის დამუშავება და სრული ოპერაციული ციკლის შესრულება
** CNC მანქანებზე დამუშავებული ნაწარმის მექანიკური წმენდა
** ატელიეში მიმდინარე საქმიანობაში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოფხვრა
** ნაწარმის შეფუთვა, გადაადგილება და სტოკში სტრუქტურირებული განლაგება
** ატელიეს სისუფთავისა და სამუშაო უსაფრთხოების წესების დაცვაში დახმარება
** წარმოების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა ოპერატორების მხარდაჭერა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : marketing@bars.ge. გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|