Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693774&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: MyDay
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"MyDay" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით
** მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება კომპანიის მომსახურებების შესახებ
** მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
** მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან
** მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
** შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
** სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
** პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
** ფას მაჩვენებლების კონტროლი
** მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა
** მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის
** სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
** მიწოდების სერვისის წარმომადგენლებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
** კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის/მიერ კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება

განათლება და გამოცდილება

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
** კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
** პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** თავაზიანი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული
** პუნქტუალური

ლოკაცია: კავსაძის #3 და/ან უნივერსიტეტის ქუჩა #17ა
გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: 1200ლ + საბონუსე სისტემა 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ

გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hello@my-day.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია