|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, ოპტიმიზაცია და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა:
** პროექტირების საწყის ეტაპზე სამშენებლო მოედნის შესწავლა;
** ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზების გეგმის და კალენდარული გრაფიკის შედგენა;
** არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო (MEP) პროექტების ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება;
** ტექნიკური საკითხებისა და კვანძების გადაწყვეტა და ანალიზი;
** ნახაზების შესაბამისობის განსაზღვრა პროექტთან მიმართებით;
** საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული კვანძების რეალურად შესრულებადობის შეფასება;
** არსებული დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის კონტროლი;
** პროექტში მოცემული დეტალების ბიუჯეტურობის ანალიზი და ბიუჯეტის ოპტიმიზაცია (Value Engineering);
** პროექტირების პროცესში ჩართულობა და საინჟინრო კონსულტაციის გაწევა.
სატენდერო პროცესების მართვა:
** სატენდერო პაკეტის მომზადების პროცესში მონაწილეობა (ტექნიკური დავალების, სამუშაოების სტრატეგიისა და ამოცანების განსაზღვრა);
** სატენდერო პროცესის მართვა და შემოსული წინადადებების რევიზია/ოპტიმიზაცია;
** ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული მასალებისა და მომსახურების ანალიზი, მათ შორის საგარანტიო პირობებისა და ვადების შეფასება;
** ტექნიკური პირობების შეთანხმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა/ანალიზი (ტექნიკური დოკუმენტაცია, მშენებლობის ორგანიზების გეგმა, სამუშაოების ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრა);
** სახელშეკრულებო პირობების ტექნიკური ანალიზი და ასისტირება.
საინჟინრო და საზედამხედველო მომსახურება:
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** მასალების ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტაციის კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობისას ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა;
** საშემსრულებლო ნახაზებისა და კვანძების რევიზია;
** ტექნიკური რისკების შეფასება და მართვა;
** მშენებლობის პროცესში ბიუჯეტის ოპტიმიზაცია (Value Engineering).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** აუცილებელია AutoCAD / ArchiCAD და MS Office პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ქართული (სრულყოფილი);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** ლიდერობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/U90k01Oc
|
|
|
|