Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693758&print=yes&view=jobs
 
ტრენერი - აკადემიური ეთიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი - აკადემიური ეთიკა
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტრენერის შესარჩევად სამართლის სკოლის ლექტორებისთვის თემაზე "აკადემიური ეთიკა".

ტრენინგის მიზანია სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება აკადემიური ეთიკის პრინციპების შესახებ და იმ რეალური პრაქტიკული სიტუაციების გააზრება, რომლებიც აკადემიურ საქმიანობაში ეთიკური რისკების წარმოშობას იწვევს. ტრენინგი ფოკუსირებული იქნება ლექტორის პროფესიულ ქცევაზე აკადემიურ და არაოფიციალურ სივრცეებში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე სწავლებისა და კვლევის პროცესში.

ტრენინგის ძირითადი თემები:

** აკადემიური ეთიკის ძირითადი პრინციპები და მათი მნიშვნელობა (პრაქტიკული ქეისებით);
** ლექტორის პროფესიული ქცევის განხილვა აკადემიურ და არაოფიციალურ სივრცეებში;
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური საზღვრები;
** სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების გამოყენებისას არსებული რისკებისა და პასუხისმგებლობები;
** რეალურ ქეისებზე დაფუძნებული სამუშაო აქტივობები (დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, როლური თამაში);
** რეალური ქეისების ანალიზი აკადემიური გარემოდან;
** ეთიკური დილემების ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი

ტრენერის მიმართ მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ეთიკის, განათლების ან მომიჯნავე სფეროში)
** აკადემიური ეთიკის, პროფესიული ეთიკის ან უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ტრენინგების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება
** რთული ეთიკური საკითხების გასაგებად და პრაქტიკულად გადმოცემის უნარი
** ინტერაქტიული მეთოდებით მუშაობის გამოცდილება (ქეისები, დისკუსიები)

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ:

** რეზიუმე
** მოკლე კონცეფცია ან ხედვა, თუ როგორ ჩაატარებთ აღნიშნულ ტრენინგს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ტრენერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია