Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: IM Plus Pharma
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე კახეთის რეგიონზე პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:



** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან 
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან

** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)

** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება

** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება) 



მოთხოვნები: 



** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;

** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.



უნარები და კომპეტენციები:



** ათვისებისა და განვითარების უნარი;

** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge და გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Representative - Kakheti.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე