|
დასახელება:
ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
რესტოაუდიტი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შპს "რესტოაუდიტი" არის კომპანია, რომელიც მართავს სარესტორნო ბიზნესის ფინანსურ კონტროლს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერით. ვეძებთ ლიდერს, რომელიც შეძლებს ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის სტრატეგიულ მართვას და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ქოსთ კონტროლის დეპარტამენტის სრული ხელმძღვანელობა — გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება;
** ქოსთ კონტროლის სამუშაო სტანდარტების, პროცესებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შექმნა, დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** დავალებების ეფექტური დელეგირება, შესრულების კონტროლი და რეპორტინგის სისტემების ოპტიმიზაცია;
** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ოპერაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
** ოპერაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება
** ძლიერი კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც შიდა გუნდთან, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან;
** ქოსთ კონტროლის სერვისის ხარისხის კონტროლი სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ კლიენტებთან.
ჩვენი მოთხოვნები:
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პროცესების შექმნა, არამედ მათი ეფექტურად მართვა და მასშტაბირება.
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** წარმოების ან სარესტორნო ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება — მნიშვნელოვანი უპირატესობა;
** Syrve / iiko ან სხვა სარესტორნო ან საწარმოო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება — უპირატესობა;
** ქოსთ კონტროლის, საბუღალტრო პროცესებისა და Excel-ის ძლიერი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** Problem-Solver mindset — გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა (წერა და მეტყველება).
რას გთავაზობთ ჩვენ:
** შესაძლებლობას, მართოთ ქოსთ კონტროლის სერვისი საერთაშორისო მასშტაბით;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას მზარდ ორგანიზაციაში;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და ძლიერ გუნდურ მხარდაჭერას;
** გავლენიან პოზიციას, სადაც თქვენი გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება შედეგებზე.
ლოკაცია: თბილისი, მთაწმინდა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ფორმატი: ოფისიდან მუშაობა
თუ ხართ ლიდერი, რომელიც ეძებს მუდმივ პროფესიულ გამოწვევას — ეს პოზიცია თქვენთვისაა.
მუდმივ პროფესიულ გამოწვევას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/ytAEtgR
|
|
|
|