Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693712&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
იუჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - D კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
** უზრუნველყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილას;
** დაიცვას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს;

უნარები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;

პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი- პარასკევი;
** კვება: უფასო;
** დაზღვევა;
** ანაზღაურება: 1300 ლარი ხელზე ასაღები;

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატორი პირების საკონტაქტოს მითითებით.

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია