Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693709&print=yes&view=jobs
 
1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ევრომეტალი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"ევრომეტალი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
** ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ზედა სამგორის მეტროდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნომენკლატურის ბაზის ადმინისტრირება;
** ახალი კონტრაგენტის დამატება - მომწოდებლის ან კლიენტის რეკვიზიტები, ხელშეკრულება, შეთანხმება, ანგარიშსწორების პირობები და აშ;
** რეალიზაციის დოკუმენტის გაფორმება.
** პროგრამის და RS-ის შედარება.
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან შეგასწავლით ადგილზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ლილო-მარტყოფის ტერიტორია (საშემოსავლო სამსახურთან)

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ზედა სამგორის მეტროდან

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551 73 10 10

ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@eurometal.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (1c ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია