|
დასახელება:
MEP ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
სპექტრუმი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას, ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP სისტემების მონიტორინგში;
** AutoCAD, Revit MEP და სხვა გამოთვლითი პროგრამების ცოდნა;
** როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** გათბობა - გაგრილების, ვენტილაცია - კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების ** სისტემების პროექტირების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მიმდინარე MEP სამუშაოების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და მისი მონიტორინგი
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დროის ეფექტური მართვა;
** ორგანიზების კარგი უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური და პასუხისმგებლობიანი
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "MEP ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
|
|
|
|