|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული არხების მართვა და განვითარება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა: კონცეფციის, მედია გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავება;
** სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა Meta Ads-სა და Google Ads პლატფორმებზე;
** კამპანიების რეგულარული მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის ეფექტიანად მართვა;
** ციფრული კონტენტის სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტის დაგეგმვა, გამოქვეყნება და გავრცელება ყველა ციფრულ არხზე;
** კამპანიების შედეგების ყოველდღიური ანალიზი (ჩართულობა, კონვერსია, ROI და სხვა მეტრიკები);
** სარეკლამო აუდიტორიების შექმნა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** დიდი კამპანიებისა და პარტნიორული პროექტების კომუნიკაციის დაგეგმვა, აღსრულება და რეპორტინგი;
** განხორციელებული პროექტების ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** Google Ads და Meta Ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** კამპანიების ანალიტიკისა და ძირითადი მეტრიკების (CTR, CPA, ROAS და სხვ.) ცოდნა;
** Excel და Google Analytics-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობიანობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KdgHdiac
|
|
|
|