Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693671&print=yes&view=jobs
 
ქსელის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და სისტემური ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, ეძებს ქსელის ინჟინერს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

პოზიცია გულისხმობს ქსელების მიმართულებით არსებული პროდუქტების პორტფელის მართვასა და განვითარებას. პროდუქტის მენეჯერს აქვს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ბრენდებთან და ვენდორებთან, მონაწილეობს ქსელური გადაწყვეტების ფორმირებაში და ჩართულია პროდუქტების სტრატეგიული განვითარების პროცესში. პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები)

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: 3 000 ლარიდან, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

ძირითადი მოვალეობები:

** ანალიტიკური საქმიანობა;
** პროდუქტების მართვა;
** პროდუქტების განვითარება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის ან პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე;
** როუტერის და სვიჩის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება, ვენდორებთან კომუნიკაცია როგორც წერილობით, ისე ვერბალურად);
** ქსელების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Network Solutions Product Manager".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია