Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693645&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ზედამხედველი
მომწოდებელი: ბაუერ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"ბაუერ ქონსთრაქშენი" - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს საშუალო და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რამდენიმე სამშენებლო ობიექტი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

მშენებლობის ზედამხედველი პასუხს აგებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე, ვადებზე და სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე. ის უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას დადგენილი გეგმის, ბიუჯეტის და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება;
** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი და ზედამხედველობა;
** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან;
** დღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური ანგარიშების შედგენა შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** სამშენებლო მასალების და ტექნიკის სწორად გამოყენების კონტროლი;
** თანამშრომლობა პროექტის მენეჯერებთან და კონტრაქტორებთან;
** დროის მართვა და სამუშაო გრაფიკის დაცვაზე ზრუნვა

მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით;
** მსგავს ადგილას მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო ნორმების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info.bauer.construction@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "ბაუერ ქონსთრაქშენი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია