Робота для біженців з України
ტურ ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ ოპერატორი
მომწოდებელი: Budget Georgia
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
ტურისტული კომპანია "Budget Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მეილებზე და ზარებზე პასუხი
** სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა
** სერვისების გაყიდვა ოფისიდან
** ექსკურსიების მენეჯმენტი

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტრადიციების ცოდნა
** Microsoft Office Tools ცოდნა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სასურველია უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: დილის 08:30-დან საღამოს 20:30-მდე, ყოველ მეორე დღეს.
ანაზღაურება: თვეში დარიცხული 1500 ლარი (ხელზე ასაღები 1170 ლარი) პლუს ბონუსი მაღალ სეზონზე (მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე თქვენი ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@budget-georgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

ვაკანსიის ბოლო ვადაა 23 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე