|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიუმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
შპს "ბიუ პლიუსი", შპს "ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - "ბიუმარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
** თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიერ დადგენილი გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კომპანიისთვის სასარგებლო მარკეტინგული შეთავაზებების წარმოება სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებთან;
** მაღაზიათა ქსელების დებიტორული დავალიანებების კონტროლი და დავალიანების დაფარვის აუცილებლობის შესახებ მათი დროული ინფორმირება;
** მაღაზიათა ქსელების პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია და შეკვეთების სრულფასოვნად მიღება-მიწოდება;
** უკანმობრუნებების/უკანდაბრუნებების კონტროლი;
** მონაცემთა ანალიზი;
** მაღაზიათა ქსელების პროდუქციით მომარაგების პროცესში შესაბამისობების კონტროლი;
** სადისტრიბუციო წარმომადგენლობასთან აქტიური კომუნიკაცია და მაღაზიათა ქსელებისთვის პროდუქციისა და სახარჯი მასალების შეუფერხებლად, სრულფასოვნად მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა;
** კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერ ქსელურ მარკეტთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივი და ზუსტი გადაცემა;
** ანალიტიკა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის უნარი (განსაკუთრებით, Excel);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
** სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით 1-2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-18:00სთ.
სამუშაო ადგილი: სართიჭალა.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 94 74 02 ან გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: Hr@biumart.ge.
|
|
|
|