Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელუქსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
შპს "ბელუქსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობებია:

** ოფისის ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ორგანიზება;
** შემოსული/გამავალი კორესპონდენციის მართვა (წერილები, ელფოსტა, სატელეფონო ზარები);
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია — სატელეფონო/ელექტრონული არხებით;
** ოფისის ინვენტარისა და საჭირო საოფისე მასალების შესყიდვა და კონტროლი;
** სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში დახმარება (შეხვედრები, მივლინებები, დოკუმენტაცია და ა.შ.);
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** განვითარებული კომუნიკაციის უნარები — მკაფიო, მეგობრული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, ელფოსტა და ა.შ.);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაგეგმილი სამუშაოს დროულად, დამოუკიდებლად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
** ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი.
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ხელფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიციაზე)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ СV შემდეგ მისამართზე: info@beluxhome.com.

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე