|
დასახელება:
სახელმწიფო პროგრამების რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო პროგრამების რეგისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის რეგისტრაცია ჯანდაცვის პორტალზე, სოციალური სახელმწიფო პროგრამის ოპერირება;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წესის შესაბამისად
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** ამბულატორიული ბარათების დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება, რიგების მართვა, სპეციალისტებთან გადამისამართება;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|