Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693582&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1200-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა-ინფორმაციის RS-დან და სასაწყობე პროგრამიდან გადმოტანა ბუღალტრულ პროგრამაში და მათი ყოველდღიური კონტროლი;
** ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების, მ.შ. კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების, გაგზავნა, მიღება შედარება, პროგრამაში ასახვა;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარების აქტების შედგენა;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება უცხოურ ვალუტაში;
** ქვეყნის შიგნით სამივლინებო დოკუმენტებისა და ოპერაციების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, საბუღალტრო პროგრამა INFO-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 თებერვალი 2026წ.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია