Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693554&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GPS AUTO
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"GPS AUTO" - ავტომობილების კონტროლის სისტემები აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N145
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ჩვენ შესახებ

GPS AUTO არის თანამედროვე GPS მონიტორინგისა და ავტომობილების მართვის სისტემების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე კორპორატიულ სექტორთან. ჩვენი მიზანია ბიზნესებისთვის შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტური და ჭკვიანი სატრანსპორტო მართვის გადაწყვეტილებები.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://gpsauto.ge/

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები;
** პრემია განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 6 თვე.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდგომ;
** უფასო კორპორატიულ ნომერს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobsautohome@gmail.com-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია