|
დასახელება:
ScentAir ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ციკლონი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "ციკლონი" აცხადებს ვაკანსიას, ScentAir ბრენდის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ამერიკული კომპანია ScentAir დღესდღეობით არის საუკეთესო საშუალება არომა მარკეტინგისთვის, რომელსაც ყავს 120-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალურად გაყიდვების 85% სწორედ მათ ეკუთვნით.
https://www.scentair.ge
http://www.scentair.com/
https://www.facebook.com/scentairgeorgia
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის Instagram & Facebook გვერდებს მართვა;
** კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** 0, 5-2 წლამდე სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული და და განვითარებაზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე (ერთი საათი შესვენება);
** ლოკაცია: ვ.ნოზაძის 21, დიღომი (ქ. თბილისი) https://maps.app.goo.gl/LVsz5HjNsbC8EGRq9
** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: saba@cyclone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|