Робота для біженців з України
A Level/Edexcel მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: A Level/Edexcel მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: აიბი მთიები
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"აიბი მთიები" აცხადებს ვაკანსიას A Level (Edexcel) მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული/ნახევარი განაკვეთი

დაწყების თარიღი:

სკოლა აცხადებს ვაკანსიას A Level (Edexcel) მასწავლებლის პოზიციაზე. ვეძებთ კვალიფიციურ, მოტივირებულ და პასუხისმგებელ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბრიტანული სასწავლო პროგრამის სწავლების გამოცდილება და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვა შეუძლია.

ძირითადი მოვალეობები:

** Edexcel A Level პროგრამის შესაბამისად გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება
** მოსწავლეთა მომზადება გარე გამოცდებისთვის (A01-A03 შეფასების მიზნების გათვალისწინებით)
** სასწავლო გეგმების, გაკვეთილების და შეფასებების შემუშავება
** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის მონიტორინგი და ანალიზი
** რეგულარული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება
** აკადემიური დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება
** საგნობრივი პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა
** პროფესიონალური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან

სავალდებულო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი შესაბამის საგანში (მაგისტრი ჩაითვლება უპირატესობად)
** პედაგოგიური კვალიფიკაცია (PGCE / QTS ან ექვივალენტი - სასურველია)
** A Level (Edexcel) ან სხვა ბრიტანული პროგრამის სწავლების გამოცდილება
** გამოცდების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და მარკშიტების ცოდნ
** დიფერენცირებული სწავლების უნარი
** ძლიერი საკლასო მართვისა და კომუნიკაციის უნარები
** პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა

სასურველი

** A Level ეკონომიკის და/ან მათემატიკის სწავლების გამოცდილება
** GCSE-დან A Level-ზე გადასვლის მხარდაჭერის გამოცდილება
** გამოცდაზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკა
** პროფესიული განვითარებისადმი მზადყოფნა

სკოლა გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, მოტივირებულ მოსწავლეებს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

განაცხადის წარდგენა: გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერთ თქვენს გამოცდილებას Edexcel A Level სწავლების მიმართულებით შემდეგ ელფოსტაზე: vacancyibmthiebi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე